LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ მეტი მზაობის გამოჩენა, რათა ხელისუფლებასთან აწარმოონ დიალოგი და ჰქონდეთ პარტნიორული ურთიერთობები“ – ნიკოლოზ სამხარაძე

113
ნიკოლოზ სამხარაძე

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ „საქართველოში სიტუაცია არ არის ისეთი კარგი, როგორც გვინდა, მაგრამ შეიძლებოდა, ბევრად უარესი ყოფილიყო, გვჭირდება მეტი კონტაქტი, ერთად მუშაობა, მალე დავუკავშირდები მმართველ პარტიას, პრემიერ-მინისტრს“.

ალან ბერსეს აღნიშნულ განცხადებას, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ „ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ მეტი მზაობის გამოჩენა, რათა ხელისუფლებასთან აწარმოონ დიალოგი და ჰქონდეთ პარტნიორული ურთიერთობები“.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ყველამ უნდა აღიაროს, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელთანაც დიალოგი აუცილებელია.

„ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ მეტი დიალოგი და მეტი მზაობის გამოჩენა, რომ ხელისუფლებასთან აწარმოონ დიალოგი და ჰქონდეთ პარტნიორული ურთიერთობები. ბატონ ბერსეს ვიზიტს ბულინგი მოჰყვა, როგორც შიდა, ისე გარე პოლიტიკური აქტორების მხრიდან. ამიტომ თუ რაიმე პოზიტიური ძვრები იქნება, ჩვენ ამას მივესალმებით. უბრალოდ ყველამ უნდა აღიაროს ქართველი ხალხის არჩევანი, ყველამ უნდა აღიაროს, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელთანაც აუცილებელია დიალოგის წარმოება“, – აღნიშნა სამხარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g