LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენს პრეზიდენტს გადაადგილება არ უჭირს, თვითონ შეეძლო მოსულიყო, დაგვეხმარებოდა გადაწყვეტილების მიღებაში“ – მერაბ ტურავა

126
Untitled design (13)

„ჩვენს პრეზიდენტს გადაადგილება არ უჭირს, თვითონ შეეძლო მოსულიყო, მაგრამ არ ჩათვალა ეს მიზანშეწონილად. საოქმო ჩანაწერში, რომელიც გავუგზავნეთ, ჩავწერეთ, რომ წარდგინების ავტორები და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით ჩატარდება სხდომა და მივუთითეთ, რომ მისი მონაწილეობა დაგვეხმარებოდა გადაწყვეტილების მიღებაში”, – ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ არსებითი განხილვის სხდომაზე ისაუბრა.

მერაბ ტურავამ პრეზიდენტის წარმომადგენლებს ჰკითხა, შეხვდნენ თუ არა ისინი სალომე ზურაბიშვილს სხდომამდე და გაეცნენ თუ არა საქმეს სამართლებრივი დეტალების მიღმა. როგორც მაია კოპალეიშვილმა განაცხადა, ისინი არსებითი განხილვის ფარგლებში პრეზიდენტის ინტერესებს სრულად წარმოადგენენ.

„საკონსტიტუციო სასამართლომ როდესაც პრეზიდენტს გამოუგზავნა წერილი, ამ წერილში პირდაპირაა მითითებული, რომ პრეზიდენტს შეუძლია ჰყავდეს წარმომადგენელი.

ის არის უფლებამოსილი გამოცხადდეს წარმომადგენელთან ერთად, მაგრამ შესაძლოა, ჰყავდეს წარმომადგენელიც, რომელიც იმავდროულად, არ გულისხმობს ასევე პრეზიდენტის ყოფნას სხდომის დარბაზში.

აქედან გამომდინარე, სასამართლოსაც ეს მიზანშეწონილად მიაჩნია და საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებითაც, ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ნამდვილად არაა აუცილებლობა, დღეს და ხვალ პრეზიდენტის გამოცხადების შესახებ, რამეთუ ჩვენ, მისი წარმომადგენლები სრულად წარმოვადგენთ მის ინტერესებს”, – განაცხადა მოსამართლე კოპალეიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის წარდგინების განხილვამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან.

„ჩემი სრუ­ლი ნდო­ბა ჩემს ორ წარ­მო­მად­გე­ნელს“ – ვინ დაიცავს საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს

დღეს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას განიხილავს

„სავალდებულოსი რა გითხრათ, თუმცა, თუ პრეზიდენტი სხდომას დაესწრება, სასამართლოსთვის უკეთესია, უფრო კარგად რომ გამოიკვლიოს – მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე

„გამაცნეს კოპალეიშვილის პოზიცია, აბსოლუტურად უსუსური მსჯელობაა.. სერიოზულად ვერც განვიხილავ ამ ე.წ არგუმენტებს“ – ირაკლი კობახიძე  

magti 5g