LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენს ურთიერთობებს ახალი ბიძგი მიეცა…იმედი მაქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე: ასლან ბჟანია

57
ასლან ბჟანია

ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია ეხმიანება და აცხადებს, რომ აფხაზეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობა ახალ იმპულსს იძენს.

ბჟანიას განმარტებით, შეხვედრაზე ეკონომიკური საკითხები განიხილეს.

„ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის აფხაზეთში ჩასვლის ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს: ჩვენი ურთიერთობები ახლანდელ ეტაპზე ახალ ხასიათს იძენს, ჩვენს ურთიერთობებს ახალი ბიძგი მიეცა. იმედი მაქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე. არ მინდა ამ საკითხზე წინასწარ საუბარი, მაგრამ ამ დიდ სახლში პირველი აგური უკვე დადებულია, ფაქტია. კმაყოფილი ვარ შეხვედრით“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g