LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენთან იმდენი კლიმატური ზონაა, რაც მთელ დიდ ევროპაში, საქართველო შეგვიძლია ვაქციოთ ბუტიკურ ქვეყნად – „ბიოლის” დამფუძნებელი

81
20210323083251

„საქართველოში იმდენი კლიმატური ზონაა, რაც მთელ დიდ ევროპაში. საქართველო მსოფლიოში შეგვიძლია ვაქციოთ ბუტიკურ ქვეყნად, სადაც ქართული ველნესის ბრენდი განვითარდება“, – ამის შესახებ გადაცემაში „საქმის კურსი“ „ბიოლისა“ და ქართული ველნეს ასოციაციის დამფუძნებელმა  თამაზ მჭედლიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, მსოფლიოში საქართველოს რომ წარმოიდგენენ, მარტო ღვინო და ხაჭაპური კი არ გაახსენდეთ, არამედ ისიც, რომ საქართველო ქართული ველნესის მხარეა.

„ამისთვის კი საჭიროა ერის კეთილგანწყობა. ამასთან, ამ მხრივ მნიშვნელოვანია კანონმდებლობის მოწყობა, რადგან დღეს კურორტოლოგიისა და სანატორიუმების სისტემა საბჭოთა კავშირის დროინდელი სქემებით და მექანიზმებითაა მოწყობილი. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი სასწავლო სისტემის შექმნაა; საქართველოში ჩვენ სპეციალობა ველნეს თერაპევტი დავაფუძნეთ, ეს არის ორწლიანი მაგისტრატურა და მიმდინარეობს უნივერსიტეტებთან მოლაპარაკებები, სად შეიძლება ამ ბაზის დაფუძნება“, – აღნიშნა თამაზ მჭედლიძემ „საქმის კურსში“.

მისივე თქმით, ქართული ველნეს ასოციაციის ფორმატში, ასევე გაიწერება და სტანდარტიზებული იქნება ცნება, თუ რა არის ველნესი, რადგან ამ ცნებას ყველა სხვადასხვანაირად იყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g