LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენთვის მიუღებელია, დავესწროთ მის სალექციო კურსს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შესახებ“ – სტუდენტები ნიკოლოზ სამხარაძის სალექციო კურსის გავლაზე უარს ამბობენ

121
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

სტუდენტები ქმნიან მოძრაობას, რომელიც „ხალხის ძალის“ ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგ იბრძოლებს.

ამის შესახებ სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისინი კანონპროექტის მხარდამჭერ ნიკოლოზ სამხარაძის ლექციებს ბოიკოტს უცხადებენ.

„სტუდენტების ბოიკოტი რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატ ლექტორს!

დღეს, ჩვენს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილებოდა კანონპროექტი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეროვნულ ინტერესებს და ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ამ შეხვედრას თავმჯდომარეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ნიკოლოზ სამხარაძე. კანონპროექტის თაობაზე მისი მხარდამჭერი პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენთვის მიუღებელია, დავესწროთ მის სალექციო კურსს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შესახებ.

აქედან გამომდინარე, ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები, უარს ვამბობთ ბატონი ნიკოლოზ სამხარაძის სალექციო კურსის გავლაზე და ვუერთდებით ამავე მიმართულების კურსდამთავრებულების კრიტიკულ პოზიციას.

ამ განცხადებითვე გვსურს დავაანონსოთ სტუდენტური მოძრაობის შექმნა, რომლის მიზანიც იქნება ხელი შეუშალოს რუსული კანონის მიღებას. მოვუწოდებთ ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს, შემოგვიერთდნენ დასავლური ღირებულებებისთვის ბრძოლაში და არ მისცენ მთავრობას საშუალება მოგვაქციოს რუსულ ორბიტაზე.

ჩვენი მოძრაობის სამომავლო გეგმები დაანონსდება ჩვენს გვერდზე!“ – აღნიშნულია სტუდენტების განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები