LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვეულებრივ ამას თვეები სჭირდება, ჩვენ ეს რამდენიმე კვირაში გავაკეთეთ“ – ზელენსკი იმედოვნებს, რომ უკრაინა ევროკავშირის კითხვარზე დადებით პასუხს ივნისში მიიღებს

134
1651589423-ვოლოდიმირ-ზელენსკი-2

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე დადებითი პასუხი ივნისში იქნება. ამაზე ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დღეს ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და არა უბრალოდ ფორმალური ნაბიჯი ევროკავშირისკენ. უკრაინამ წარადგინა სპეციალურ კითხვარზე პასუხების მეორე ნაწილი, რომელიც უნდა შეავსოს ყველა ქვეყანამ, თუკი ის მიისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის ნაწილი. ჩვეულებრივ ამას თვეები სჭირდება. თუმცა, ჩვენ ეს რამდენიმე კვირაში გავაკეთეთ. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ათასობით გვერდისგან შედგება. დღეს ჩვენი ევროინტეგრაცია განვიხილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. უკრაინელი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადე მათ უკრაინის მხარდაჭერისთვის, ჩვენი საჭიროებებისადმი ყურადღებისთვის განსაკუთრებით ახლა, ომის რთულ პერიოდში. ისინი შესანიშნავად აცნობიერებენ, რომ ეს არის ომი არა მხოლოდ ჩვენი თავისუფლებისთვის, არამედ ყველა ევროპელის თავისუფლებისთვის. ქალბატონმა ურსულამ აღნიშნა, რომ გაოცებულია სისწრაფით, რომლითაც ჩვენმა ჩინოსნებმა კითხვარი შეავსეს. მოხარული ვიყავი, მისგან გამეგო, რომ ჩვენი სისწრაფე უბიძგებს ევროკომისიას ასევე სწრაფი მოქმედებისკენ. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე დადებითი პასუხის ივნისში მიღებას ვიმედოვნებ. მადლობა გადავუხადე ევროკომისიის პრეზიდენტს ომის შემდგომ, გამარჯვების შემდგომ უკრაინის აღსადგენად ფონდის შექმნაზე მუშაობისთვისაც. ასევე ძალისხმევისთვის, რომელიც აუცილებელია რუსეთის წინააღმდეგ ახალი სასანქციო პაკეტის შესათანხმებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები