LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვილის ტირილის მიზეზები და მისი დამშვიდების საუკეთესო საშუალებები – მაია ხერხეულიძე გადაცემაში ,,პულსი”

93
maiaxerxeulidze-pulsi

გადაცემის ლაივი LIVE

26 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი,  ქალბატონი მაია ხერხეულიძე სტუმრობდა, რომელმაც ჩვილის დისკომფორტის, ტირილის მიზეზებსა და მისი დამშვიდების საუკეთესო საშუალებებზე ისაუბრა.

– ქალბატონო მაია, რატომ ტირის პატარა, რა არის მისი დისკომფორტის მთავარი მიზეზი?

– მართალია, ბავშვის ჭირვეულობა ყოველთვის მშობლის შიშს და შეშფოთებას იწვევს, მაგრამ სინამდვილეში, ტირილი ბავშვის კომუნიკაციის ერთადერთი საშუალებაა, რომლითაც საკუთარ უსიამოვნებებზე მიანიშნებს და მშობლის ყურადღების მიქცევას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ განსხვავებულ სიტუაციაში პატარა განსხვავებულად ტირის, დედა კი, ეტაპობრივად ეჩვევა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ზუსტად საზღვრავს ტირილის მიზეზს. თუმცა, ერთხელ მაინც უნდა მიიყვანოს ექიმთან, რათა გამოირიცხოს პათოლოგიური მიზეზები. ჩვეულებრივ, პატარა დღეში 1-2 საათი ტირის, თუმცა განსაკუთრებთ „მტილარა“ ბავშვებმა 3-5 საათიც შეიძლება იტირონ, რისი მიზეზიც ხშირად ე.წ. კოლიკაა. მართალია, არ არსებობს კოლიკას ზუსტი განსაზღვრება, მაგრამ პედიატრები მას „ტირილი სამის წესს“ უწოდებენ, რადგან დაბადებიდან მესამე კვირას ჩნდება, ჩვეულებრივ სამი თვე გრძელდება და სულ მცირე კვირაში სამჯერ უქმნის პატარას დისკომფორტს, რომელიც მინიმუმ დღეში სამ საათს ტირის. კოლიკას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოუწესრიგებლობა იწვევს, რადგან ახალშობილს არ აქვს ჩამოყალიბებული ფერმენტული სისტემა და ძალიან უჭირს საკვების, მით უფრო ხელოვნური საკვების მონელება. მედიკოსების ნაწილი თვლის, რომ კოლიკა ერთგვარი ქცევის დარღვევაა, რომელიც ადრეულ ასაკში უვითარდება პატარას, ზრდასრულს კი, მეტი რისკი აქვს შაკიკით დაავადდეს, ან სხვებზე მეტად იყოს მიდრეკილი სტრესისკენ. ხშირად ტირილის მიზეზი კბილის ამოჭრაც ხდება, რომელიც 6-8 თვიდან იწყება და ზოგჯერ საკმაოდ დიდხანს გრძელდება.

– როგორ უნდა დაამშვიდოს დედამ ბავშვი ასეთ სიტუაციაში?

– რა თქმა უნდა, შეიძლება ფარმაკოლოგიური მკურნალობა, მაგრამ მანამდე დედამ ბავშვის ხელში აყვანა, დარწევა და მისი სწორედ ასე დამშვიდება უნდა სცადოს, რადგან შეხებითი მგრძნობელობა – ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებული მგრძნობელობაა. არაჩვეულებრივი თერაპიაა მუსიკაც, მით უფრო, რომ მუცლად ყოფნისას ნაყოფს 6 თვიდან შეუძლია მუსიკის მოსმენა, მეტიც, ძალიან მოსწონს კლასიკური მელოდიები და ახალშობილიც სიამოვნებით უსმენს საყვარელ მუსიკოსებს – მოცარტს და ჰენდელს. ამასთანავე, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ორსულობის დროს დედის აჩემებული კომპოზიცია, ყოველთვის დადებითად მოქმედებს ბავშვზე, სწრაფად შეუძლია მისი დამშვიდება.

– რამდენად მნიშვნელოვანია დედის საუბარი პატარასთან, რომელსაც თითქოს არაფერი ესმის?

– ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პატარა ყოველთვის სცნობს დედის ხმას. ერთ-ერთი კვლევის დროს მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ როცა რამდენიმე ქალი ერთსა და იმავე ფრაზას ეუბნება ბავშვს, დედის ხმაზე მისი გული ყოველთვის გახშირებით ცემს. რა თქმა უნდა, ბავშვს არ ესმის სიტყვის მნიშვნელობა, მაგრამ ზუსტად ხვდება ინტონაციას. ამასთანავე, საუბარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებისთვის, რათა თავის ტვინის ის უბანი გააქტიურდეს, რომელიც მეტყველებაზე აგებს პასუხს. არსებობს ე.წ. „თეთრი ხმაურის“ ფენომენიც ანუ მშვიდი, მონოტონური ხმაური, რომელიც ძალიან მოსწონს პატარას. ბევრი, ინდივიდუალურ მეთოდს, მაგალითად, ბავშვის მანქანით სეირნობის მეთოდს მიმართავს, რაც ასევე ეფექტური საშუალებაა.

– მედიკამენტების გამოყენება თუ შეიძლება პატარას დასამშვიდებლად?

– მართალია, ტკივილის უამრავი გამაყუჩებელი არსებობს, მაგრამ ბავშვების შემთხვევავში, ეფექტურობასთან ერთად მისი ხარისხი და უსაფრთხოებაც გასათვალისწინებელია. მსგვასი პრეპარატის შერჩევისას მშობლემა ნატურალურ, ქიმიური მინარევებით ნაკლებად დამძიმებულ, ჰომეოპათიურ მედიკამენტს უნდა მიანიჭოს უპირატესობა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ჰომეოპათიური პრეპარატები სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენენ და განვითარებული ქვეყნებიც სწორედ მას იყენებენ მეტწილად. ამგვარ, უსაფრთხო და მეტად ეფექტურ ჰომეოპათიურ მედიკამენტებს მიეკუთვნება ვიბურკოლი  – გერმანული კომპანიის „ჰეელის“ სანთლები, რომლებიც მცენარეების და მინერალების კომბინირებით მზადდება. ვიბურკოლი მართლაც უნიკალური საშუალებაა სტრესის, აგზნების და მაღალი ტემპერატურის, აცრის შემდეგ გაღიზიანების და კბილების ამოჭრისას ტკივილის დასაამებლად. პრეპარატი, რომლის გამოყენება ნებისმიერ ასაკში შეიძლება, დღეში 1-2-ჯერ, უებარი საშუალებაა ნაწლავური კოლიკის დროს, რადგან არა მხოლოდ ანტისპაზმური, არამედ სედატიური მოქმედებაც აქვს, ანუ სპაზმის მოხსნაც შეუძლია და ჯანსაღი ძილის მოწესრიგებაც, მით უფრო 1-დან  3 წლამდე, როცა ბავშვში შიშის ფენომენი ყალიბდება და როცა ყველაზე მეტად სჭირდება დამშვიდება. კბილების ამოსვლისას, ვიბურკოლთან ერთად მშობელს ვიბურგელის გამოყენებაც შეუძლია, რომელიც ღრძილებზე წასმით სწრაფად მოუხსნის პატარას ტკივილის შეგრძნებას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები