თემურ ჭყონია საქართველოში ბიზნესსექტორის ქცევაზე საუბრობს და ამბობს, რომ ხშირად ქცევის ამ წესებს ის არ ეთანხმება. საკითხზე ცნობილმა ბიზნესმენმა გადაცემაში „ანალიტიკა“ ისაუბრა.
„ბიზნესს ქცევის თავისი წესები აქვს, რომელიც ხშირად არ მომწონს, რადგან ისინი არ აფიქსირებენ თავის პოზიციას“, – განმარტავს ჭყონია. ის მიიჩნევს, რომ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება და მიმდინარე კრიზისული პროცესები საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ახდენს.
„ჩვენს პარტნიორებთან რამდენიმე შეხვედრა გვქონდა ჩანიშნული და გეგმების განსახილველად უნდა ჩამოსულიყვნენ… ყველა თავს იკავებს და არა იმის გამო რომ ეშინიათ, უბრალოდ, ისეთი მომენტი დგება, რომ ჩვენთვის არავის სცალია“, – აღნიშნა ჭყონიამ და იქვე დასძინა, რომ როდესაც ჩვენი პარტნიორები რაღაც შემთხვევებს სხვანაირად აფასებენ და თავისი შეხედულება აქვთ, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჩვენი მტრები არიან.
“საქართველოში მოღვაწე ადამიანები ქვეყნისთვის შრომობენ და არა რომელიღაცა პარტიის გასაჯანსაღებლად. ბიზნესს ქცევის თავისი წესები აქვს, რომელიც ხშირად არ მომწონს, რადგან ისინი არ აფიქსირებენ თავის პოზიციას, ვინაიდან არის მომენტები, როდესაც სახელმწიფოში არსებულმა მდგომარეობამ ისე შეიძლება იმოქმედოს, რომ ვიღაც შეაფერხოს და დააზარალოს“, – განმარტა ცნობილმა ქართველმა ბიზნესმენმა გადაცემაში „ანალიტიკა“.