LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭყონია: თაობათა ცვლა საინტერესოა, მაგრამ მენტალობა თუ არ შეიცვალა, არაფერს აქვს აზრი

132
თემურ ჭყონია

“თაობათა ცვლა საინტერესოა, მაგრამ მენტალობა თუ არ შეიცვალა, არაფერს აქვს აზრი,” – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გადაცემა “რედაქტ2”-ში სტუმრობისას განაცხადა.

ჭყონიას განცხადებით, როდესაც კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებასა და უკეთეს განვითარებაზე ვსაუბრობთ, ორიენტირი არა ადამიანების ერთგულებაზე, არამედ კომპეტენციასა და სპეციალიზაციაზე უნდა გაკეთდეს:

“დღეს თავისი საქმის სპეციალისტები სჭირდება ქვეყანას. ხშირ შემთხვევაში რა არის განვითარების დაბალი დონის მიზეზი? – შესაძლებელია, ადამიანი განათლებით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ მლიქვნელობით, ნდობის მოპოვებით და რაღაცა მოგონილი ერთგულებით – არადა, უცოდინარი ადამიანი ვერ იქნება ერთგული, ის პოზიცია დაიკავოს, რომელიც საშუალებას აძლევს, მოერგოს სტატუსს და არ იფიქროს პროგრესზე, ქვეყნის განვითარებაზე.

სამწუხაროდ, ეს მენტალიტეტი დიდხანს მოგვყვება… იმდღეს დავფიქრდი, დღევანდელ თაობას, ვინც ახლა მართავს ქვეყანას, მათაც ხომ ელოდა ვიღაც, როგორც ახალგაზრდა თაობას და რა შედეგი მივიღეთ? – არაფერი. ე.ი. თაობათა ცვლა საინტერესოა, მაგრამ მენტალობა თუ არ შეიცვალა, არაფერს აქვს აზრი”, – აღნიშნა მან.

ამავე გადაცემაში ჭყონიამ განაცხადა, რომ ბიზნესი სერიოზული ცვლილებების მოლოდინშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები