LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 90 ბავშვი მკურნალობს – განსაკუთრებით მძიმეა 22 დღის ჩვილის მდგომარეობა

80
კოვიდი ბავში

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 90 ბავშვი მკურნალობს. რეანიმაციაში 25 პაციენტია, მათგან 22 დღის ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ამის შესახებ “ფორტუნას” ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა განუცხადა.

„განსაკუთრებით მძიმეა 22 დღის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სხვა კლინიკიდან მძიმე მდგომარეობით გადმოვიდა 18 რიცხვში და იმყოფება მართვით სუნთქვაზე.

მას აქვს ახალშობილთა ბაქტერიული სეფსისი, გენეტიკური პათოლოგიური დაავადებები, აქვს დაუნის სინდრომი, გულის მანკი და კორონავირუსული ინფექციიდან გამომდინარე ფილტვის დაახლოებით, 16 ქულიანი დაზიანება. მისი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა“,- განაცხადა მაია ჩხაიძემ.

ჩვენთან საუბარში მანვე აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ციციშვილის კლინიკაში თავისუფალი ადგილები არ არის, მაგრამ მისივე ინფორმაციით, დღეს რამდენიმე პაციენტი გაეწერება.

“სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევაში მალევე ივსება ხოლმე ადგილები”,- განაცხადა “ფორტუნასთან” მაია ჩხაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g