ავიაკომპანია British Airways-ის ციფრული ჟურნალი High Life, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს გასტრო ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს.
„ქართული სამზარეულოს 6 მიმზიდველი კერძი“ – ამ სათაურით მწერალი რებეკა ნეილორი აღწერს, რატომ უნდა იმოგზაურონ გამოცემის მკითხველებმა საქართველოში:
„თოვლით დაფარული მწვერვალები, ცადაზიდული ციხესიმაგრეები, შავი ზღვის სანაპირო – საქართველოთი მოსაჯადოებლად უთვალავი მიზეზი არსებობს. და რა არის მისი „კოზირი“? აღმოსავლეთითა და დასავლეთით შთგაონებული დაუვიწყარი კერძები, რომლებიც საქართველოში კვლავ დაბრუნებაზე დაგაფიქრებენ“.
რებეკა ნეილორი დეტალურად აღწერს, თუ რა ინგრედიენტებით მზადდება შემდეგი ქართული კერძები: ხაჭაპური, ლობიო, ხინკალი, ფხალი, ხარჩო და ჩურჩხელა.
შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანია British Airways საქართველოში ფრენებს 30 მარტიდან იწყებს. ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიარეისები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება.