“ახალი მიღებული ბრალდებულები, ე.წ. საკარანტინო სივრცეში 21 დღეს გაატარებენ”, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ე.წ. მიმღებ ციხეებში, ახალგადმოყვანილ ბრალდებულთა სამედიცინო შემოწმება პენიტენციური დაწესებულებების შენობის გარეთ, სპეციალურად მოწყობილ სამედიცინო პუნქტში ხორციელდება. ასეთი დაწესებულები, N5 – ქალთა, N8 – გლდანის საპატიმრო და N2 – ქუთაისის საპატიმროშია.
“თუ ბრალდებულს არანაირი სიმპტომატიკა არ აღენიშნება, ამასთან არც თავად და არც მის ახლობლებს უახლოეს წარსულში უცხოეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს, მაშინ იგი პენიტენციურ დაწესებულებაში ე.წ. საკარანტინო ზონაში თავსდება, სადაც 21 დღეს გაატარებს”, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.
პარიზიდან ჩამოსულ მგზავრს, რომელიც თელავის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა
"ახალინფიცირებულ ქალთან ერთად მყოფი ყველა მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია".
უწყების ინფორმაციით, თუ ბრალდებულს რაიმე საეჭვო სიმპტომები გამოუვლინდა, დაწესებულებაში ვერ ხვდება და იგი შემდგომი დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში, სამკურნალოდ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაჰყავთ.
“ამ ეტაპზე, საეჭვო სიმპტომების მქონე ბრალდებულის ოდენობა, რომელიც საპატიმროში არ იქნა დაშვებული, არის 9. მათგან ყველაზე საეჭვოს უკვე ჩაუტარდა ტესტი და კორონავირუსი არ დაუდასტურდა”, – წერს სპეციალური პენიტენციური სამსახური.
უწყება ამ სპეციალურ ზომებს, კორონავირუსის შესაძლო გავრცლეების პრევენციის მიზნით, უკვე 1 კვირაა იღებს.