LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცისანასთან დღემდე მკაცრი ვარ. ბავშვი, სანამ პენსიაზე გავა, სულ ბავშვია. ეს არის ქართული სინამდვილე.. მანანა ბავშვობაში ჩემნაირ ქმარზე ოცნებოდა“ – ჯემალ და მანანა სეფიაშვილები 49 წლიანი თანაცხოვრების დეტალებზე

3541
BeFunky-collage

გადაცემას „სიკეთე მარტივია“ მომღერალი ჯემალ სეფიაშვილი მეუღლესთან ერთად სტუმრობდა. მათ 49 წლიანი თანაცხოვრების დეტალებზე ისაუბრეს.

მანანა სეფიაშვილი:

მთავარია რაღაცას შეეგუო, არ არის ეს ცხოვრება ისე აწყობილი, რომ ერთმანეთის ყველაფერი მოგვწონდეს, მაგრამ ჯემალს აქვს ისეთი თვისებები, მზრუნველი მეუღლე, მამა და ბაბუაა, ეს ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს და ამიტომ ბევრ რამეზე თვალს ვხუჭავ..

ვოცნებობდი, როცა გავთხოვდებოდი დარბაზში თეთრი ცხენით შევსულიყავი, სერიოზულად ვამბობ, მაგრამ ვერ განვახორციელეთ. ჯემალი კი ოცნებობდა ჩემნაირი მეუღლე შეხვედროდა.

როცა გავყევი უკვე წარმატებული და შემდგარი იყო. დადებითი პიროვენებაა, ცოტა ფიცხი რომ არ იყოს და ჯიუტია..

თავიდან ძალიან მიჭირდა, შეგუება გამიჭირდა.. აბსოლუტურად განსხვავებული ვიყავით ხასიათში.. დღევანდელი გადმოსახედიდან გეტყვით, რომ შვილი კარგია, შვილიშვილიც ძალიან კარგია, მაგრამ ვთვლი, რომ ჯემალი ძალიან დიდხანს უნდა მყავდეს, აბსოლუტურად სხვა მზრუნველობას ვგრძნობ და ჩემი ძალიან დიდი იმედია.

ჯემალ სეფიაშვილი:

ერთმანეთი დაგვიხოცია კიდევაც, მთლად ვარდისფერი ეს ცხოვრება არ ყოფილა, პირველი მე ვამბობ – კარგი რა, ჰო.

მანანა ბავშვობაში ჩემნაირ ქმარზე ოცნებობდა.

ცისანასთან დღემდე მკაცრი ვარ. ბავშვი, სანამ პენსიაზე გავა, სულ ბავშვია. ეს არის ქართული სინამდვილე.

ძალიან მალე ვაპირებ ჩემს მსმენელებს შევხვდე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ამ თემაზე უკვე არის მოლაპარაკება.

ჩემი ყველა ახალი სიმღერის პირველი მსენელი არის მანანა. თუ რაიმე კორექტირება გაუკეთებია, 1000%-იანია, ისეთი მაღალი გემოვნების ქალბატონია.

მანანა მე ძალიან მიყვარს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g