ბრიტანელების საყვარელი მსახიობი, ჰიუ გრანტი ამჯერად ესპანეთში, მარბელას სანაპიროზე გადაიღეს. მიუხედავად ცივი ამინდისა, მსახიობი თავისუფალ დროს ზღვაში ბანაობდა. თუმცა ფოტოებიდანაც ჩანს, რომ ცივი წყალი მას დისკომფორტს უქმნიდა. თეთრ შორტებსა და სათვალეებში გამოწყობილი ბრიტანელი მსახიობის ხილვა ამ ფორმაში დიდი იშვიათობაა. როგორც ჩანს, გრანტის შვედმა მეგობარმა გოგონამ, ანამ უარი თქვა ცივ წყალში ბანაობაზე. სამაგიეროდ ამავე სანაპიროზე წყვილი ერთად უკვე მეორე დღეს გადაიღეს.