მარნეულში შუა ხნის ქალი ცივი იარაღით დაჭრეს.
ინციდენტი ადგილობრივ მამაკაცებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა, რასაც კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი პირის დედაც შეესწრო.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მამაკაცმა მას დანით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.
ერთ-ერთი ვერსიით, ქალს შვილისთვის მოქნეული დანა მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება