LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხელი კვიპროსი – მათთვის ვინც ლიმასოლში დასვენებას გეგმავს

226
li

დასვენებისთვის ყველაზე აქტიური თვეც დადგა და რა თქმა უნდა ზღვისპირეთი კურორტებს შორის ლიდერია,განსაკუთრებით თუკი ზღვა და მთიანი ზონა ერთმანეთს ერწყმის. ახლომდებარე ქვეყნებს შორის ერთ-ერთი პოპულარული დანიშნულების ადგილი ამ მხრივ კვიპროსია.

„ბონ ვოიაჟი“ კვიპროსისკენ გაგიძღვებათ და მის სიდიდით მეორე ზღვისპირა ქალაქ ლიმასოლზე გიამბობთ.

რა თქმა უნდა სანაპირო ზოლით დავიწყებ და ყველაზე საუკეთესო პლაჟებს გაგაცნობთ. მარინას მიმდებარედ კარგ რესტორნებსა და ხედებს ადვილად იპოვით, თუმცა ახლომდებარე სანაპიროებს არ გირჩევთ. საუკეთესო სანაპიროები ქალაქის ბოლოსკენაა. მათ შორის საუკეთესოა მალინდისა და სანტ-რაფაელის პლაჟები. ასევე პოპულარულია დასუდის სანაპირო. აქვე გეტყვით,რომ პლაჟებზე ყველგანაა ხელმისაწვდომი უფასო wi-fi,რაც ტურისტებისთვის დიდ კომფორტს ქმნის. ზაფხულობით ღამის ცხოვრება  ლიმასოლში ძალიან ხმაურიანია. აქ შეგიძლიათ ნებისმიერი გემოვნებისთვის ნახოთ ბარები და კლუბები.ქალაქი ცნობილია პოპულარული ღამის კლუბებით. მათ შორისაა:

Guaba Beach Bar,რომელიც მსოფლიოს 100 საუკეთესო კლუბს შორის მე-18 ადგილს იკავებს.კლუბი კვირის ნებისმიერ დღეს დასამახსოვრებელ და საინტერესო თემატიკის საღამოებს მართავს.

Breeze Summer Club-ცნობილია თავისი საერთაშორისო და ევროპული ღონისძიებებით, კლუბი მასპინძლობს ცნობილ ბერძენ და უცხოელ არტისტებს, ასევე საერთაშორისო დიჯეებს.

 

La Isla-ერთ-ერთი შთამბეჭდავი რეტრო ბარი სანაპიროზე, რომელიც დღის მშვიდი კაფე რესტორნიდან,კოსმოპოლიტურ პლაჟის ბარად,ხოლო მოგვიანებით კი ხმაურიან კლუბად იქცევა. სხვადასხვა განყოფილება და საინტერესო ინტერიერი ასევე კერძო ღონისძიებების დაგეგმვისთვისაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

Columbia Beach Bar-ადგილი, რომელიც შექმნილია კოსმოპოლიტური ატმოსფეროსთვის. რესტორანი, აუზი და საინტერესო ინტერიერი მას მიმზიდველ ადგილად აქცევს.

7 Seas Bar- ქალაქის ხმაურიან გასართობებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ტემპერატურა ზღვაზე დასვენებისთვის კვიპროსში საუკეთესოა,თითქმის არასოდეს წვიმს ზაფხულში და მუდმივი მზიანი პლაჟები თქვენს განკარგულებაშია.

რაც შეეხება კვების ობიექტებს გეტყვით, რომ ადგილობრივი კერძების დასაგემოვნებლად მცირე ზომის სასადილოს ტიპის რესტორნებს გირჩევთ,სადაც ტრადიციულ გიროსა და სუვლაგის საუკეთესო ვარიანტს გასინჯავთ. თუკი გლამურული მშვიდი ატმოსფერო მოგესურვათ გამორჩეული ნახევრად ფრანგული რეცეპტებით ამ მხრივ საუკეთესო რესტორანი Le Bordeaux-ია.თამამად შემიძლია გირჩიოთ და დაგპირდეთ,რომ აქაური კერძების გემო არასოდეს დაგავიწყდებათ. გამოცდილი შეფ მზარეული აქ ნამდვილ სასწაულებს ახდენს,საოცარი ზღვის პროდუქტები და არა მარტო,გემოთა მრავალფეროვნება და საუკეთესო ღვინო თქვენს ვახშამს უბრალოდ ერთ დიდ სიამოვნებად აქცევს. აქვე გეტყვით რომ საქმიანი შეხვედრებისთვისაც ეს ადგილი საუკეთესოა მყუდრო გარემოდან გამომდინარე.

აქვე საუკეთესო ყავა,რომელიც დღის განუყოფელი ნაწილია. მინდა გითხრათ,რომ ცივი ესპრესოს დაგემოვნება არც ისე ხშირად შეგიძლიათ სხვადასხვა ქვეყნებში,აი კვიპროსი კი ამ მხრივ ნამდვილად გამოირჩევა,თუმცა საუკეთესოებს შორისაც გამოვარჩევთ საუკეთესოს და ეს ადგილი ნამდვილი ყავის მოყვარულებისთვის მინი კაფე The coffice Hour-ია. აქ ნებისმიერი სახის ყავის დაგემოვნებას შეძლებთ,რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო მარცვლებისგან მზადდება. რა თქმა უნდა არჩევანი თქვენზეა. საუკეთესო ყავა და სასიამოვნო ღიმილიანი მომსახურე პერსონალი ცხელი დღის საუკეთესო დასაწყისია.

და ბოლოს,ისტორიული სანახაობებით ლიმასოლი არ გამოირჩევა თუმცა კვიპროსი პატარა ქვეყანაა,ამიტომ სხვადასხვა ტურების მოწყობა ახლომდებარე ქალაქებში უმარტივესადაა შესაძლებელი. აქვე იმასაც გეტყვით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ლიმასოლში არც ისე მოწესრიგებულად მუშაობს და ხაზებიც მცირეა ამიტომ გადაადგილებისთვის გირჩევთ ველოსიპედი,მოპედი ან მანქანა იქირაოთ,ასევე ტაქსების გამოყენებაც შეგიძლიათ,თუმცა გაითვალისწინეთ ტარიფები საკმაოდ მაღალია.

ქვეყნის ფულის ერთეულს ევრო წარმოადგენს. ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა შესაძლებელი,პატარა მარკეტებშიც კი. ღამის გასათევი ადგილები კი ყველა გემოვნების მომხმარებელს აკმაყოფილებს,რა თქმა უნდა შესაბამისი ფასის მიხედვით.

mazda magti 5g