LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხოვრება ციხემდე და შემდეგ – ერთი დღე არასრულწლოვანთა კოლონიიდან [ვიდეო]

ავჭალის მე-11 პენიტენციურ დაწესებულებაში 23 არასრულწლოვანი მსჯავრდებული ცხოვრობს. ბენეფიციართა ასაკი 14-დან 18 წლამდეა, თუმცა, დღევანდელი კანონმდებლობით, დაწესებულებაში შესაძლოა, დარჩეს 21 წლამდე პირი იმ შემთხვევაში, თუ ის მონაწილეობს სარეაბილიტაციო ცენტრის აქტივობებში, სწავლობს საჯარო სკოლაში, რომელიც ამავე დაწესებულებაში ფუნქციონირებს და თავისი ქცევით გამორჩეულია.

იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური მე-11 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობასთან ერთად არასრულწლოვან მსჯავრდებულებს სხვადასხვა სახის რესოციალიზაციის პროგრამებს სთავაზობს. პროგრამა, ძირითადად, გასართობ-შემეცნებითი სახისაა. დაწესებულებაშივე ფუნქციონირებს 123-ე საჯარო სკოლაც.

მსჯავრდებულები მოკლევადიანი, ვიდეო და გრძელვადიანი პაემნებითაც სარგებლობენ.

როგორია არასრულწლოვანი მსჯავრდებულების ერთი დღე, ვრცლად ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.

 

თათია კაკიაშვილი

 

magti 5g