„ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ ადამიანს დრო არ უნდა გრჩებოდეს ცუდ ხასიათზე ყოფნისთვის“, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, ზურაბ მხეიძემ გადაცემაში, „პირადი ექიმი“ განაცხადა.
ფსიქოლოგი ამბობს, რომ ადამიანი თავად ქმნის თავის განწყობას:
„ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ ადამიანს დრო არ უნდა გრჩებოდეს ცუდ ხასიათზე ყოფნისთვის, იმიტომ რომ შენ ქმნი შენს განწყობას.
აქედან გამომდინარე არჩევანი ყველა ადამიანისა ინდივიდუალურია, შესაძლოა ყველანაირი უბედურება, ყველგან სიმახინჯე დაინახოს.
იქ დაინახოს ბრძოლა, სადაც საბრძოლველი არაფერია…
როცა რაღაც ამოცანა გვაქვს და როცა ხსნი, მე უბრალოდ ვმუშაობ, რომ გადავწყვიტო ეს პრობლემა, მივიღო შედეგი, განვვითარდე…
ჩვენ შეგვიძლია ყველგან გამოვიყენოთ სიტყვა ბრძოლა, ვიბრძოლე და მივაღწიე, რადგან სადაც ბრძოლაა შედეგი ორია – გამარჯვება და დამარცხება“, – ამბობს ფსიქოლოგი.