„ცხოვრებამ ისეთი ამბები გამოგვატარა, ამასაც ღირსეულად გადავიტანთ“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მასწავლებელი და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი, ლადო აფხაზავა წერს.
„მონატრებულო ქუთაისო, სამწუხაროა რომ თქვენთან შეხვედრა არა კონცერტით, არამედ სასამართლოში მიწევს“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ნინო ქათამაძე
მუსიკოსის განმარტებით, ქუთაისში 10 თებერვალს 12.00 საათზე მისი და 9 თანამოაზრის სასამართლოა ჩანიშნული.
აფხაზავა ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ქუთაისში, მოსამართლის სახლთან ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობის გამო საპროტესტო შეკრებისთვის, აქციის 9 მონაწილეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.
აქციის მონაწილეებიდან კი ერთ-ერთი ლადო აფხაზავაა:
„ცხოვრებამ ისეთი ამბები გამოგვატარა, ამასაც ღირსეულად გადავიტანთ“, – წერს აფხაზავა.
„ფორტუნა“ დეტალებს შსს-ში არკვევს.
ცხოვრებამ ისეთი ამბები გამოგვატარა, ამასაც ღირსეულად გადავიტანთ.
Posted by Lado Apkhazava on შაბათი, 08 თებერვალი, 2025