„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეების ნაწილი, რომლებმაც გასულ ღამეს, ლოზუნგით – „გაუთენე საქართველოს“, პარლამენტთან მორიგი აქცია გამართეს, კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან რჩება.
მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანებიან სხვადასხვა უნუვერსიტეტის ლექტორები და ცარიელ აუდიტორიებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ:
თსუ-ის ლექტორები: ვდგავართ ჩვენი სტუდენტების გვერდით!
„ცხოვრებაში პირველად შევედი ცარიელ აუდიტორიაში.
რატომ? მარტივი მისახვედრია.
ძალიან, ძალიან ვამაყობ ჩვენი სტუდენტებით“, – წერს თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი, გიორგი მელაშვილი სოციალურ ქსელში.
ცხოვრებაში პირველად შევედი ცარიელ აუდიტორიაში. რატომ? მარტივი მისახვედრია. ძალიან, ძალიან ვამაყობ ჩვენი სტუდენტებით.
Posted by George Melashvili on კვირა, 12 მაისი, 2024
ცარიელ აუდიტორიაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს ილიაუნის ლექტორი ნონა ჭავჭავაძეც და წერს:
„ცარიელ აუდიტორიაში. ვუერთდები ჩემს სტუდენტებს, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან“ – წერს ლექტორი.
ცარიელ აუდიტორიაში🇬🇪🇪🇺ვუერთდები ჩემს სტუდენტებს,რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან❤️🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺🇬🇪
Posted by Nona Chavchavadze on ორშაბათი, 13 მაისი, 2024
ალტერბრიჯის უნივერსიტეტის ცარიელი აუდიტორიების ფოტოებს ავრცელებს პროფესორი თამთა ჰაგერიც.
ალტერბრიჯის აუდიტორიები დღეს Alterbridge University • უნივერსიტეტი ალტერბრიჯი
Posted by Tamtuka Hager on ორშაბათი, 13 მაისი, 2024
თეატრალურის სტუდენტები: ვიფიცებით, ვინარჩუნებთ მხნეობას და ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს
„აუდიტორია ცარიელია. IBSU“ – წერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი, მაია ქუთათელაძე და აუდიტორიაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
აუდიტორია ცარიელია. IBSU
Posted by Maia Kutateladze on ორშაბათი, 13 მაისი, 2024
გაფიცულებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ
„ჩემი აუდიტორია დღეს!“ – წერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი დალი ოსეფაშვილი.
ჩემი აუდიტორია დღეს! 🇬🇪
Posted by Dali Anna Osepashvili on ორშაბათი, 13 მაისი, 2024