LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხოვრების მარილი ახლის ძიებაშია!“ – კლინტ ისტვუდის ცნობილი გამონათქვამები

5067
კლინტ ისტვუდი

ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა კლინტ ისტვუდმა, რომელმაც კინოაკადემიის 5 პრემია ყველაზე პრესტიჟულ – ,,საუკეთესო ფილმის და რეჟისორის” ნომინაციაში მოიპოვა, კარგად იცის დაუღალავი შრომით მოპოვებული წარმატების ფასი.

fortuna.ge გთავაზობთ კლინტ ისტვუდის ცნობილ ფრაზებს:

პატივი ეცი საკუთარ მონდომებას, პატივი ეცი საკუთარ თავს, რადგან მხოლოდ ასე შეძლებ დისციპლინას მიჩვევას. თვითდისციპლინა და საკუთარი თავის პატივისცემა კი – ყველაზე დიდი ძალაუფლებაა.

სიბერე არც ისე ცუდია, თუ შეძლებ დასვენებას და ყველა წვრილმანით დატკბობას.

დღევანდელი თაობა – მობერებული, მომაკვდავი კატების თაობაა, რომლებიც ნებისმიერ პრობლემას ფილოსოფიურად განხილვენ, ჩვენ კი, უბრალოდ ვწყვეტდით პრობლემებს.

თუ რაიმეს გინდა მიაღწიო ცხოვრებაში ისევე უნდა შეხედო საკუთარ თავს, როგორც პროფესიონალმა მოკრივემ, რომელმაც კარგად იცის, რომ ძალიან ცოტა დრო აქვს წარმატების მოსაპოვებლად.

ვფიქრობ, დიდი ნიჭია იყო ზრდასრული ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად.

არ ღირს საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება, ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს საკუთარი ზღვარი და მაქსიმუმი.

მომავლის იმედი – დიდი სიბრიყვეა, რადგან ხვალინდელი დღე არავის ჰპირდება სიკეთეს.

მთავარია გაბედო საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა, არ ღირს კეთილი რჩევების მოსმენა, რადგან კეთილმსურველებიც მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით იძლევიან რჩევებს..

დიდხანს ვცდილობდი მეცხოვრე გონივრულად, ბოლოს მივხვდი, რომ ყველაზე დიდი უგუნურობა სწორედ ყველაფრის გონივრულად კეთებაა.

თუ ადამიანი ვერ იცვლება, ე.ი. მისი ფსიქიკა ვერაა წესრიში, მაგრამ თუ ადამიანი სხვისი იძულებით იცვლება, ე.ი. მის ფსიქიკას უკვე არაფერი ეშველება.

ცნობილი გამონათქვამები

 

mazda magti 5g