LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხოვრების თითოეულ დღეს გვემახსოვრები: ლუის ენრიკეს 9 წლის შვილი გარდაიცვალა

763
2665340-55129110-2560-1440

„ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის ოჯახში ტრაგედია მოხდა. გარდაიცვალა 9 წლის ქსანა.

გოგონა 5 თვე ებრძოდა ოსტეოსარკომას – ძვლის კიბოს.

„ძალიან მოგვენატრები, მაგრამ ჩვენი ცხოვრების თითოეულ დღეს გვემახსოვრები იმ იმედით, რომ ისევ შევხვდებით. შენ იქნები ვარსკვლავი, რომელიც ჩვენ ოჯახს გაუძღვება. დაისვენე ქსანიტა“, – დაწერა ლუისმა ტვიტერში.

ივნისში ენრიკემ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა მიატოვა ოჯახური მდგომარეობის გამო.

მას ორი შვილი დარჩა – ბიჭი პაჩო და გოგონა სირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები