ჰოლივუდის ვარსკვლავი, ლეონარდო დიკაპრიო, რომელსაც ახლახან 50 წელი შეასრულა, ჟურნალ Esquire UK-ის შემოდგომის ნომრის ყდაზე გამოჩნდა და გამოცემას გულახდილი ინტერვიუ მისცა, სადაც საკუთარ ასაკსა და ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრა
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს ჯერ კიდევ უჭირს ასაკთან შეგუება, იგი აღიარებს, რომ წლებმა მნიშვნელოვნად შეცვალა მისი შეხედულებები. მისი თქმით, ასაკთან ერთად მოდის პასუხისმგებლობა, იყო პირდაპირი როგორც პირად, ისე პროფესიულ ურთიერთობებში, მაშინაც კი, თუ ეს შესაძლოა ურთიერთობის დასრულების მიზეზი გახდეს.
„50 წლის შესრულების შემდეგ ხვდები, რომ უბრალოდ უნდა იყო უფრო გულწრფელი და აღარ დაკარგო დრო. ვუყურებ ჩემს დედას, ის ყოველთვის პირდაპირ ამბობს იმას, რასაც ფიქრობს და არც ცდილობს რაიმეს დამალვას. მეც სულ უფრო მეტად ვაფასებ ასეთ გულწრფელობას. გულახდილობამ შეიძლება დაანგრიოს ურთიერთობები, პირადი თუ პროფესიული, გამოიწვიოს უთანხმოებები ან გამიჯვნა. მაგრამ ერთ მომენტში უბრალოდ წყვეტ დროის ფუჭად ხარჯვას. ეს თითქოს მოვალეობაა, რადგან ხვდები, რომ ცხოვრების დიდი ნაწილი უკვე უკან არის. უნდა იყო პირდაპირი, თუნდაც რისკავდე, რომ რაღაცები დაინგრეს. სჯობს თავიდანვე თქვა, რა გინდა, ვიდრე ტყუილში იცხოვრო. დიახ, ცხოვრების უმეტესი ნაწილი გავლილი მაქვს, მაგრამ თავს 32 წლის ბიჭად ვგრძნობ“, – აცხადებს ოსკაროსანი მსახიობი ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ ლეონარდო წლების განმავლობაში ხვდებოდა 25 წლის მოდელებს, რის გამოც არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი. მისი ამჟამინდელი პარტნიორი, 27 წლის იტალიელი მოდელი, ვიტორია ჩერეტია, წყვილი 2023 წლის აგვისტოდან ხვდება ერთმანეთს და წყაროს ცნობით, ლეო ბოლოს და ბოლის დაოჯახებას აპირებს.
მანამდე დიკაპრიოს ხუთწლიანი ურთიერთობა ჰქონდა კამილა მორონესთან, რომელსაც 2022 წელს დაშორდა. მსახიობი აგრეთვე ხვდებოდა ჟიზელ ბიუნდჰენს, ბარ რაფაელის და ა.შ…









