LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხვირის ოპერაციამ ჩემი კარიერა დაანგრია“ – „ბინძური ცეკვების“ ვარსკვლავი, 62 წლის ჯენიფერ გრეი მედიასთან გამოჩნდა

7959
greii

80-იანი წლების სუპერვარსკვლავის, ჯენიფერ გრეის გამოჩენა მედიასთან დიდი იშვიათობაა. ფილმის „ბინძური ცეკვები“ ვარსკვლავი ამჯერად ინტერვიუში გულახდილად საუბრობს, რამ შეაჩერა მისი კარიერული წინსვლა. მსახიობის მტკიცებით, ამის მიზეზი წარუმატებელი რინოპლასტიკაა.

ჟურნალ PEOPLE-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გრეი იხსენებს, რომ ცხვირის ოპერაცია 90-იანი წლების დასაწყისში გაიკეთა. ამის შემდეგ ის იმდენად შეიცვალა, რომ მაყურებელი ვეღარ ცნობდა.

„ცხვირის ოპერაციამ ჩემი კარიერა დაანგრია“ – ამბობს გრეი. მისი თქმით, ყველას გამორჩეულად დაამახსოვრდა ის, როგორც პარტიკ სუეიზის მეწყვილე. ამდენად ახალმა იმიჯმა არ იმუშავა. ამჯერად 62 წლის გრეი მემუარების წიგნზე მუშაობს, სადაც მკითხველი კიდევ უფრო მეტს გაიგებს მის წარსულზე.

„პატრიკ სუეიზის ჩანაცვლებას ვერავინ შეძლებს“- ჯენიფერ გრეი „ბინძური ცეკვების“ რიმეიქის შესახებ 

33 წლის შემდეგ „ბინძური ცეკვები“ ჯენიფერ გრეისთან ერთად დაბრუნდება 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g