წლის დასაწყისში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ხმოვანი კომუნიკაციის ახალი სოციალური ქსელი Clubhouse „ანდროიდის“ ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონებისთვის აპლიკაციის შექმნას იწყებდა.
ხმოვანი კომუნიკაციის ახალი სოციალური ქსელი Clubhouse-ი „ანდროიდის“ აპლიკაციას ქმნის
ერთი წლის განმავლობაში, Clubhouse iOS-ის ექსკლუზივი იყო, თუმცა დღეიდან ის ანდროიდზეც იქნება ხელმისაწვდომი.
„სანამ აპლიკაცია მასობრივად გაეშვება, ჩვენ გამოვასწორებთ ხარვეზებს, რომლებსაც ვიპოვით“, – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელობამ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ახალი სოციალური ქსელი სკანდალში გაეხვია. ჰაკერების ერთ-ერთ ფორუმზე Clubhouse-ის 1,3 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები გამოქვეყნდა.