LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნება კლუბური და რეკრეაციული ნარკოტიკი რეალურად არ არსებობს – სერგეენკო

112

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კლუბურ ნარკოტიკებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ შსს და ჯანდაცვის სამინისტრო ვერ მოაგვარებს პრობლემას, თუკი არ გავაცნობიერეთ, რომ რეალურად ბუნებაში არ არსებობს რეკრეაციული და საკლუბო, გასართობი ნარკოტიკები, მათ შეუძლიათ ისეთივე ფატალური შედეგები გამოიღონ, როგორც სხვა ჯგუფის ნარკოტიკებმა.

როგორც სერგეენკო ამბობს, შსს-ს მიერ დაკავებულ გამსაღებელთა რაოდენობა ვერ ჩაითვლება სუსტად და არაეფექტურ ნაბიჯად. მისივე თქმით, ნებისმიერი ნაბიჯი მიწოდებისა და მოხმარების შემცირებისკენ უნდა იყოს მიმართული.

“ცალსახად მინდა ვთქვა და მოვუწოდო ყველას, რომ ცნება კლუბური და რეკრეაციული ნარკოტიკი რეალურად არ არსებობს. არანაირი მკაფიო, მეცნიერული ზღვარი არ არის კლუბურ და არაკლუბურ ნარკოტიკებს შორის. მიდგომა არის ორივესადმი ერთნაირი, მაქსიმალურად ზიანის შემცირება, მაქსიმალურად სწრაფი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა,” – აღნიშნა მინისტრმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g