LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CNN: გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 14 ექსპერტი კიევში ჩავიდა

69
რაფაელ გროსი

CNN-ის ინფორმაციით, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 14 ექსპერტი, რომლებიც ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს უნდა ეწვიონ, კიევში არიან.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დელეგაციის წევრები CNN-ის ჟურნალისტებმა უკრაინის დედაქალაქში მდებარე სასტუმროში ნახეს.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა დაადასტურა, რომ ორშაბათს, საღამოს, უკრაინის დედაქალაქში, სააგენტოს ექსპერტები ჩავიდნენ.

პუტინი ბირთვული ომით იმუქრება – რაში სჭირდებათ ოკუპანტებს ატომური ელექტროსადგურების დაკავება და რა უნდა ვიცოდეთ რადიაციის შესაძლო საფრთხეებზე

უკრაინაში ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს გარდა, კიდევ სამი ატომური ელექტროსადგურია - ხმელნიცკის, როვენსკისა და სამხრეთ უკრაინის, რომლებზეც საერთო ჯამში, 15 ატომური რეაქტორი მუშაობს.

მისიას სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ხელმძღვანელობს.

ცნობისთვის, ბოლო კვირების განმავლობაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რეგულარულად იბომბება. რუსეთის არმიამ სადგური სამხედრო ბაზად აქცია.

მისიის ძირითადი მიზნებია: დაზიანების შეფასება;უსაფრთხოების სისტემების ფუნქციონირების განსაზღვრა; საკადრო პირობების შეფასება; უსაფრთხოების გადაუდებელი ზომების განხორციელება.

ამავე თემაზე:

რუსებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს: ალექსანდრ სტარუხი

პრორუსული ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმა განახორციელეს 

„ენერგოატომი“ – ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში დაზიანებულია სადგურის ინფრასტრუქტურა, არსებობს წყალბადის გაჟონვისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაფრქვევის საშიშროება

„უნდა დავიცვათ უკრაინისა და ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტის – ზაპოროჟიეს უსაფრთხოება“ – გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია უკრაინაში გაემგზავრა

mazda magti 5g