LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უნდა დავიცვათ უკრაინისა და ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტის – ზაპოროჟიეს უსაფრთხოება“ – გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია უკრაინაში გაემგზავრა

85
გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია

უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია გაემგზავრა, რომელსაც სააგენტოს დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი ხელმძღვანელობს.

ამის შესახებ მარიანო გროსიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა და განაცხადა, რომ მისიამ უკრაინის და ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.

პუტინი ბირთვული ომით იმუქრება – რაში სჭირდებათ ოკუპანტებს ატომური ელექტროსადგურების დაკავება და რა უნდა ვიცოდეთ რადიაციის შესაძლო საფრთხეებზე

უკრაინაში ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს გარდა, კიდევ სამი ატომური ელექტროსადგურია - ხმელნიცკის, როვენსკისა და სამხრეთ უკრაინის, რომლებზეც საერთო ჯამში, 15 ატომური რეაქტორი მუშაობს.

„ეს დღე დადგა, ზაპოროჟიეს მხარდაჭერისა და დახმარების მისია მისია უკვე გზაშია. ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინისა და ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტის უსაფრთხოება. საერთაშორისო მისიის ექსპერტები ადგილზე კვირის ბოლოს ჩავლენ, ვამაყობ ამ მისიის ხელმძღვანელობით.“– წერს მარიანო გროსი.

უკრაინაში მიმდინარე უახლეს ცნობებს ვრცლად გაეცნობით: 

„ენერგოატომი“ – ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში დაზიანებულია სადგურის ინფრასტრუქტურა, არსებობს წყალბადის გაჟონვისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაფრქვევის საშიშროება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინაში ომი, შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს

არ ვარ ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე: ბორელი