LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინაში ომი, შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს

83
ანალენა ბერბოკი

„უკრაინაში ომი, შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს“, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ ზაფხულს უკრაინას მეგობრებისგან ახალი მძიმე იარაღი ჯერ კიდევ დასჭირდება.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა უკრაინას იქამდე დაეხმარება, სანამ საჭირო იქნება.

„უკრაინა იცავს ჩვენს თავისუფლებასაც, ჩვენს მშვიდობასაც. ჩვენ მათ ვუწევთ როგორც ფინანსურ, ასევე სამხედრო დახმარებას და ამას გავაკეთებთ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. წერტილი!“– განაცხადა ანალენა ბერბოკმა და ამასთანავე, ყირიმის ნახევარკუნძულზეც ისაუბრა.

როგორც ბერბოკმა თქვა, მსოფლიო ყირიმის ანექსიას არასდროს აღიარებს.

„ყირიმი უკრაინას ეკუთვნის. მსოფლიო არასოდეს აღიარებს 2014 წლის ანექსიას, რომელიც საერთაშორისო კანონს ეწინააღმდეგება.“–დასძინა მან.

უკრაინაში მიმდინარე უახლეს ცნობებს ვრცლად გაეცნობით: 

რუსებმა სლავიანსკი დაბომბეს

ვოლოდიმირ ზელენსკი სახელმწიფო მოხელეებს მიმართავს – მხოლოდ შედეგიანი მუშაობა გაძლევთ უფლებას, გეკავოთ სახელმწიფო თანამდებობა

არ ვარ ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე: ბორელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები