LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CNN international, Cartoon Network და Boomerang Silk TV- ის მენიუში ბრუნდება

125

CNN international, Cartoon Network და Boomerang Silk TV მენიუში დაბრუნდა. ამის შესახებ ”ფორტუნას” კომპანია ”სილქნეტიდან” აცნობეს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ,  ”სილქნეტსა”  და მედია გიგანტ Turner Broadcasting-ს შორის შეთანხმება შედგა, რომლის საფუძველზეც ”სილქნეტს” დაუბრუნდა Turner-ის პრემიუმ კლასის სატელევიზიო არხების – CNN international, Cartoon Network და Boomerang – მაუწყებლობის ლიცენზია.

როგორც ”სილქნეტში” განაცხადეს, სალიცენზიო შეთანხმება გულისხმობს Silk TV-ის მიერ საბაზისო პაკეტით Turner-ის პრემიუმ არხების მიწოდებას ფიზიკური პირებისთვის და კომერციული აბონენტებისთვის, მათ შორის სასტუმროებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g