LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ჰიტები და ახალი სიმღერები – „ფორტე“, „ქართული ხმები“, „შვიდკაცა“, „ალილო“ და „თეატრალურის კვარტეტი“ ბათუმელი მსმენელის წინაშე წარდგა

110
კონცერტი

ანსამბლების გაერთიანებამ „ქართული სიმღერა“, ბათუმის კულტურის ცენტრში კონცერტი გამართა.

„ფორტე“, „ქართული ხმები“, „შვიდკაცა“, „ალილო“ და „თეატრალურის კვარტეტი“

„ფორტე“, „ქართული ხმები“, „შვიდკაცა“, „ალილო“ და „თეატრალურის კვარტეტი“ 23 აპრილს ბათუმელი მსმენელის წინაშე წარდგება

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტი პროექტის – „ქართული სიმღერა საქართველოს” ფარგლებში, სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობა გაერთიანებაში შემავალმა ხუთმა ანსამბლმა – „ფორტემ“, „ქართულმა ხმებმა“, „შვიდკაცამ“, „ალილომ“ და „თეატრალურის კვარტეტმა“ მიიღო.

„ანსამბლები ბათუმელი მსმენელის წინაშე ცნობილი ჰიტებითა და ახალი შემოქმედებითი ნამუშევრებით წარდგა.

პროექტს, რომლის მიზანია ქართული ქალაქური მრავალხმიანი სიმღერის ჟანრის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ანსამბლების გაერთიანება ,,ქართული სიმღერა” სხვადასხვა პერიოდში საქართველოს ქალაქებში ახორციელებს.

ბათუმის გარდა, კონცერტი გაიმართა რუსთავში. დაგეგმილია კონცერტები საჩხერეში, ჩოხატაურსა და თელავში“, – წერია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ანსამბლების გაერთიანებამ „ქართული სიმღერა“, პროექტის – „ქართული სიმღერა…

Posted by საქართველოს კულტურის სამინისტრო on ხუთშაბათი, 24 აპრილი, 2025
magti 5g