LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ხდება, რა რეაქცია ჰქონდა ბრედ პიტს, ჯენიფერ ენისტონის ახალ რომანზე

285
ცნობილი ხდება, რა რეაქცია ჰქონდა ბრედ პიტს, ჯენიფერ ენისტონის ახალ რომანზე

ბრედ პიტმა ყოფილი მეუღლის, ჯენიფერ ენისტონის ახალი რომანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა. 61 წლის მსახიობთან დაახლოებული წყაროების თქმით, ის ბედნიერია, რომ ენისტონმა ახალი საყვარელი იპოვა ჰიპნოთერაპევტის ჯიმ კერტისის სახით.

„ბრედი წარმოუდგენლად ბედნიერია, რომ ჯენმა სიყვარული იპოვა ამ ბიჭში, რომელიც, როგორც ჩანს, კარგად ექცევა მას. როდესაც შესაფერის პარტნიორს პოულობ, სულში სიმშვიდეს პოულობ. და ის იმედოვნებს, რომ იგივე მოხდება ჯენთანაც“ – ციტირებს გამოცემა „დეილი მეილთან“ მსახიობის მეგობარს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი მეუღლეების განქორწინება ორივესთვის რთული იყო, ბრედს არ დაუკარგავს სიყვარული ჯენიფერის მიმართ.

ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ 56 წლის ენისტონმა ურთიერთობა დაიწყო  ჰიპნოთერაპევტ ჯიმ კერტისთან. წყვილი ერთად შენიშნეს მაიორკაზე დასასვენებლად და ისინი გრძნობებს არ მალავდნენ.

„ინესს ერთი სული აქვს, თუ როდის სთხოვს მას ბრედი ხელს, ის კი უამრავ მიზეზს იგონებს“ – ბრედ პიტისა და ინეს დე რამონის რომანს „წყალი შეუდგა“

დადასტურდა – სიყვარული ჯენიფერ ენისტონმაც იპოვა – 56 წლის მსახიობი ჰიპნოთერაპევტთან გამოიჭირეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები