LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი კულინარი ნატალია ჩხეიძე მანქანას ყიდის, რომ ვალები გადაიხადოს

3403
nataliachxeidze

როგორც ცნობილი კულინარი და „მასტერშეფის“ მონაწილე, ნატალია ჩხეიძე ჟურნალ „სარკესთან“ ვრცელ ინტერვიუში ამბობს, მის ოჯახს პირბადეების ბიზნესი ჩაუვარდა, რის გამოც მკერავებსაც ვერ გადაუხადა ფული – „დამრჩა პირბადეები შეკერილი, გადაუხდელი ხელფასები და პლუს ყადაღა. მოვკვდი და გარდავიცვალე! ფორსმაჟორების ჩამონათვალში პანდემია პირველია და მეტი რაღა უნდა მოხდეს, რომ სახელმწიფო გვერდში დაგიდგეს?!…

„ტოიოტა“, რომელიც 2016 წელს ცენტრიდან გამოვიყვანე და 61 ათასი მივეცი, ჩემი შრომით შევიძინე, ბანკიც შემოვიშველე და დღემდე არ დამიფარავს, მაშინ სტაბილური მუშაობა გვქონდა…

ახლა გავყიდი მანქანას და პრობლემებს უნდა მოვახმარო. გაჩერებულები ვართ და კრედიტებს მაინც ვიხდით. არც ერთმა ბანკმა ეს არ გაითვალისწინა, სახელმწიფოს ჩვენთვის არ სცხელა, არ იცი, ვის მიმართო და შემოსავალი ნული გაქვს. ვალები გემატება და ლამის თავი მოიკლა ადამიანმა, რომ არ იცი, რა საიდან მოიტანო, მაგრამ ყურებს არ ჩამოვყრი, ფერფლიდან უნდა აღვდგე!..“

ფოტო: გიორგი ცაავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g