LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ქალები, რომლებიც მეორე ნახევრებზე წარმატებულები არიან

216

ჰოლივუდში არსებობენ თანაბრად პოპულარობის წყვილები, თუმცა საკმაოდ დიდ ნაწილს წარმოადგენენ ისეთებიც, როდესაც ქალები მათ მეორე ნახევრებთან შედარებით გაცილებით წარმატებულები და პოპულარულები არიან.

 

 

ჯულია რობერტსი და დენი მოდერი

მეთიუ პერისთან, ლიამ ნისონთან და დენიელ დეი-ლიუისთან რომანების შემდეგ, რობერტსმა ოჯახური ბედნიერება ოპერატორის დამხმარესთან, დენი მოდერთან იპოვა, მათი გაცნობის მომენტში დენი არამარტო ყველასთვის უცნობი, არამედ დაქორწინებულიც იყო. რობერტსმა საკუთარი ბედნიერებისთვის ბრძოლა გადაწყვიტა, კონკურენტს სოლიდური კომპენსაცია გადაუხადა და დღეს მეუღლესთან ერთად სამ შვილს ზრდის, იშვიათადა თანხმდება გადაღებებს და მას ოჯახურ იდილიას ამჯობინებს.

 

ენ ჰეთევეი და ადამ შულმანი

ოსკაროსანმა ენ ჰეთევეიმ ცხოვრების მეგზურად არა ცნობილი მსახიობი ან პროდიუსერი, არამედ იუველირი ადამ შულმანი შეარჩია. წყვილი 2012 წელს დაქორწინდა, 2016-ში კი ვაჟიშვილის მშობლები გახდნენ. ისინი იშვიათად საუბრობენ თავის ურთიერთობაზე და წყნარი ოჯახური იდილიით ტკბებიან.

 

რიზ უიზერსპუნი და ჯიმ ტოტი

რიზ უიზერსპუნი რაიან ფილიპს ცოლად 1999 წელს გაყვა და მასთან ორი შვილი გააჩინა. ერთი შეხედვით, მისი ცხოვრების მამაკაცი სწორედ ის იყო, თუმცა 2008-ში ისინი დაშორდნენ.  2011 წელს უიზერსპუნი ცოლად მსახიობების აგენტს, ჯიმ ტოტს გაყვა, რომელთანაც 2012 წელს ვაჟიშვილი ეყოლა. მას შემდეგ წყვილი განუყოფელია.

 

ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი

ნიკოლ კიდმანის მეუღლე, ქანთრი-მუსიკოსი კიტ ურბანი ფართო მასებისთვის არც ისე ცნობილია. ისინი ერთად 11 წელზე მეტია არიან. წყვილმა ურბანის ღალატი გადალახა და ამ ეტაპზე ბედნიერად ცხოვრობს ორ ქალიშვილთან ერთად, პერიოდულად ერთად ჩნდებიან წითელ ხალიჩაზე და გრძნობების დემონსტრირებას ახდენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები