LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ქართველი სექსუალური მამაკაცები და მათი ცხელი ფოტოები

3056

საქართველოში სიმპათიური მამაკაცების სიმცირეს ნამდვილად არ განვიცდით, შოუბიზნესსა თუ სპორტში ბევრი დასაოჯახებელი ძლიერი სქესის წარმომადგენელია, თუმცა თაყვანისმცემლებისთვის სოცქსელებში ახალი ფოტოების გამოქვეყნებას არც დაკავებული მამაკაცები ერიდებიან. წარმოგიდგენთ რამდენიმე კარგ ფოტოს ქართველი სექსუალური ბიჭების „ფეისბუქ“-გვერდებიდან.

რატი დურგლიშვილი

რატი დურგლიშვილი ყოველთვის კარგად გამოიყურებოდა და გემოვნებასაც არასდროს უჩიოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად საინტერესო იმიჯი აქვს. მომღერალი ჩაცმულობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ყოველთვის კარგად იცის, რა უხდება. ხშირად აქვეყნებს ფოტოებს, რომლებსაც მისი აღფრთოვანებული თაყვანისმცემლების თბილი კომენტარებიც მოჰყვება ხოლმე. რატის მეუღლე არ ჰყავს, არც შეყვარებულია და ჯერ დაოჯახებას არ ჩქარობს.

15065074_10209819444095883_1380195002_o

მერაბ შარიქაძე

ამ ბოლო დროს საქართველოში რაგბი და მორაგბეები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არიან. მერაბ შარიქაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც საზოგადოების და განსაკუთრებით, სუსტი სქესის წარმომადგენლების სიმპათიას იმსახურებს. ბოლო დროს ვიდეო, სადაც მერაბი გამოჩნდა და რაგბის გულშემატკივარს მოუწოდებდა მოედანზე შეკრებისკენ, უამრავმა ადამიანმა გააზიარა. მერაბი ჯერჯერობით დასაოჯახებელია, ასე რომ, გოგონებს შეუძლიათ, მას თავი მოაწონონ.

15128574_10209819444135884_829013944_n

ლევან მჭედლიძე

ძალზე სიმპათიური ქართველი ფეხბურთელი ლევან მჭედლიძე ამ ბოლო დროს მოექცა ყურადღების ცენტრში. ის იტალიურ გუნდ „ემპოლიში“ თამაშობს, ასევე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრია. გოგონების სამწუხაროდ და მისი რჩეულის საბედნიეროდ, ლევანის გული დაკავებულია და ის მოდელ ხატია ხვადაგიანს ეკუთვნის.

15086912_10209819444055882_1019558730_n

თორნიკე ოქრიაშვილი

თორნიკე ოქრიაშვილი ასევე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრია. მისით ყვითელი პრესა ხშირად ინტრესდებოდა, რადგან ფეხბურთელს თავგადასავლები არ აკლდებოდა. ძალიან უყვარს კლუბებში სტუმრობა და სწორედ ამის გამო არაერთ ყვითელი პრესისთვის საინტერესო ამბავში გაეხვია. მეუღლეს, ლიკა მუზაშვილს, გარკვეული პერიოდი დაშორებული იყო, თუმცა შეურიგდა, ასე რომ, კვლავ დაოჯახებულთა სიაში გადაინაცვლა.

15135453_10209819444215886_466797750_n

დათუნა მგელაძე

მომღერალს, რომელიც კარგი გარეგნობით გამოირჩევა, თაყვანისმცემლები არ მოჰკლებია. სოციალურ ქსელში ხშირად ნახავთ, როგორ უძღვნიან მას ლექსებს გოგონები, მაგალითად, ასეთს:

„იქნებ, შენს საფიქრეთს შემახიზნო,

გარეთ წვიმაა და ქარი,

იქნებ შენს უბეებს შემაფარო,

თბილად მაგრძნობინო თავი…

იქნებ თვალის მზერა მომახვიო,

ფიქრით დამითბილო მხარი,

იქნებ მიწამო და შემიჩვიო

შენად მაგრძნობინო თავი…“

დათუნა ჯერჯერობით მარტოა, შეყვარებული არ ჰყავს, ცოლის მოყვანაზეც არ ფიქრობს. მომღერალი ამბობს, რომ გარეგნობას საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

15151154_10209819444175885_1361564782_n

ლადო ხინჩეგაშვილი

მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილმა ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქრო კბილით მოსინჯა და ამ კადრით სპორტის ისტორიაშიც შევიდა. ლადოს თაყვანისმცემელთა რიცხვმა მნიშვნელოვნად იმატა მას შემდეგ, რაც სპორტსმენმა ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. აქვე სრულიად სამართლიანად შევნიშნეთ, რომ ლადო ძალიან სიმპათიური ბიჭია, თან, ჯერ არც ცოლი ჰყავს და არც შეყვარებული. ქალების მოხიბვლაც ადვილად შეუძლია, როგორც ადრე „ფორტუნასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

15133863_10209819444255887_1969994017_o

magti 5g