საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, ცნობილი ბრიტანელი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი საქართველოში გასტრონომიული ტურის ფარგლებში იმყოფება.
მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი გაეცნობა ქვეყნის უნიკალურ კულტურას, სამზარეულოს, შეხვდება ადგილობრივ შეფ-მზარეულებს და მათგან ქართული კერძების მომზადებას ისწავლის.
ჯეიმი ოლივერის სოციალური არხების გამომწერებს საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის კულინარიულ თავგადასავალს საქართველოში.
ჯეიმი ოლივერს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი, ხოლო YouTube-ზე 6 მილიონამდე გამომწერი ჰყავს.