LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი საქართველოს სტუმრობს

192
ჯეიმი ოლივერი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, ცნობილი ბრიტანელი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი საქართველოში გასტრონომიული ტურის ფარგლებში იმყოფება.

მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი გაეცნობა ქვეყნის უნიკალურ  კულტურას, სამზარეულოს, შეხვდება ადგილობრივ შეფ-მზარეულებს და მათგან ქართული კერძების მომზადებას ისწავლის.

ჯეიმი ოლივერის სოციალური არხების გამომწერებს საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის კულინარიულ თავგადასავალს საქართველოში.

ჯეიმი ოლივერს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი, ხოლო YouTube-ზე 6 მილიონამდე გამომწერი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები