LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია 36 წლის მამაკაცის ვინაობა, რომელმაც 30 წლის ლაშა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა და მეტროს ლიანდაგებში ჩააგდო – რას ამბობს ადვოკატი?

731
მკვლელობა მეტროში

ტელეკომპანია „რუს­თა­ვი 2“-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მოკლული, 30 წლის ლაშა ამი­რე­ზაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, 36 წლის ბექა მინ­დო­რაშ­ვი­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ახლა დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­შია და ბრა­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რად წარ­დგე­ნას ელო­დე­ბა. დაკავებულს ად­ვო­კა­ტი უკვე შეხ­ვდა.

„ჯერ მისი პო­ზი­ცია არ ვიცი, ალ­ბათ ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნის დროს და­ად­გენს პო­ზი­ცი­ას. მო­ტივ­ზეც ვე­რა­ფერს ვი­ტყვი ჯერ“. – განაცხადა დაკავებულის ად­ვო­კა­ტმა.

„ეს რას შევესწარი ღმერთო ჩემო.. უცხო ადამიანს ხელი ჰკრა ვიღაცამ და მატარებლის ქვეშ ჩააგდო“ – თვითმხილველის თქმით, მეტროს სადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ერთმა კაცმა მეორეს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო

პროკურატურამ 36 წლის ბექა მინ­დო­რაშ­ვი­ლს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 დეკემბერს, თბილისში, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სადგურში ბრალდებულმა სრულიად უმოტივოდ, ყოველგვარი საბაბის გარეშე, განსაკუთრებული სისასტიკით, მეტროსადგურის მგზავრების თვალწინ, ბაქანზე მდგარ მისთვის უცნობ პირს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, რა დროსაც მას მოძრავი ელმავალი შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით და განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

magti 5g