LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო სია – სიის პირველი ნომერი მამუკა ხაზარაძეა, მეორე კი ანა დოლიძე

244
კოალიცია „ძლიერი საქართველო“

კოალიციამ „ძლიერი საქართველო“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა. საარჩევნო სიის პირველ ნომრად კოალიციის ლიდერი მამუკა ხაზარაძე დასახელდა, მეორე ნომრად კი – ანა დოლიძე.

როგორც სიის წევრების წარდგენის დროს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, სიაში ნუმერაციას და თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს:

„ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის გუნდის თითოეული წევრი მნიშვნელოვანია, ამიტომ სიის თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თითოეული ადამიანი ჩვენთვის ძალიან ხარისხიანი, ძალიან პროფესიონალი და მნიშვნელოვანია“, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

აღსანიშნავია, რომ კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ შეუერთდა ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილი, ის საარჩევნო სიაში მე-15 ნომრად არის წარმოდგენილი. კოალიციის საარჩევნო სიაში არ არიან დავით უსუფაშვილი და გიორგი მარგველაშვილი.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს” საარჩევნო სია ასე გამოიყურება:

  1. მამუკა ხაზარაძე
  2. ანა დოლიძე
  3. ბადრი ჯაფარიძე
  4. ანა ნაცვლიშვილი
  5. ლევან ცუცქირიძე
  6. ირაკლი კუპრაძე
  7. ქეთევან თურაზაშვილი
  8. საბა ბუაძე
  9. სალომე სამადაშვილი
  10. დავით რაქვიაშვილი
  11. თამარ ლალიაშვილი
  12. გრიგოლ გეგელია
  13. ლევან სამუშია
  14. ფიქრია ჩიხრაძე
  15. გიორგი უშიკიშვილი
  16. ვახტანგ სურგულაძე
  17. ლანა გალდავა
  18. მაკა ნუცუბიძე
  19. მედეა მეტრეველი
  20. ალექსანდრე ელისაშვილი
  21. ბაკურ კვაშილავა
  22. აგილ მუსტაფაევი
  23. ირაკლი ქობალია
  24. ირაკლი ბუცინაშვილი
  25. გიორგი რეხვიაშვილი
  26. ოთო ფარულავა
mazda magti 5g