LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია, რა შემთხვევაში განიხილავენ ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნის საკითხს

110
ეკატერინე-ტიკარაძე-2

ვაქცინაცია, მედიკამენტების ფასები, გახმაურებული საქმეები და პანდემიასთან ბრძოლა – ეკატერინე ტიკარაძე “მინისტრის საათის” ფორმატში დღეს აპრლემანთი დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

ჯანდაცვის მინისტრი „კომენდანტის საათის“ მოხსნის სანაცვლოდ გარკვეულ პირობას აყენებს. როგორც ტიკარაძემ პარლამენტში  დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ის არ თვლის, რომ „კომენდანტის საათი“ ჩვენი პრობლემაა.

„ტრანსპორტი და მაღაზიები, ვადასტურებ, რომ არის პრობლემა. უბრალოდ, ჩვენ არ გვაქვს ალტერნატივა. ჩვენ რომ „კომენდანტის საათი“ გადავწიოთ 10:00 საათზე, მაშინ 8:00 საათზე იქნება იგივე მდგომარეობა ტრანსპორტში და მაღაზიებში. აქედან გამომდინარე, გამოსავლები სხვა ჭრილში უნდა ვეძებოთ და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ მხოლოდ კომენდანტი არის ჩვენი პრობლემა. პრობლემები გაცილებით მეტი გვაქვს.

კოეფიციენტს ვერ დავასახელებთ, ვინაიდან, აქ მხოლოდ ერთი ცვლადი არ მონაწილეობს. აქედან გამომდინარე მცდარი მოლოდინების შექმნა მოსახლეობაში არ მიყვარს და არ გავაჟღერებ. ერთადერთი, რაც შემიძლია გავაჟღერო არის პირბადე – თუ ჩვენ შევძლებთ და ერთობლივად პირბადის ტარებას ავიყვანთ 95%-მდე ეს ჩვენ მოგვცემს გარანტიებს, უახლოეს მომავალში საბჭომ ჩემი ინიციატივით დაიწყოს საუბარი იმაზე, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევძლოთ „კომენდანტის საათი“ მაქსიმალურად მოვხსნათ. ბატონო იაგო, თუ თქვენ გახდებით ამ ინიციატივის მხარდამჭერები, ჩვენ დაგეხმარებით თავისუფლების აღდგენაში“, – მიმართა ტიკარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს, იაგო ხვიჩიას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g