LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია, სად და როდის დაკრძალავენ ლიზა ქისტაურს

512
ლიზა ქისტაური

გარდაცვლილი ქართველი ტრანსგენდერის ოჯახის გადაწყვეტილებით, ლიზა ქისტაურს ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, დაკრძალავენ.

მედიაში არსებული ინფორმაციით, ლიზა ქისტაურს ხვალ, 11 იანვარს დაკრძალავენ.

ბინაში, სადაც ცხედარი აღმოაჩინეს, ტრანსგენდერი ქალი მეგობარ მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა. ტრაგედიის შემდეგ, გავრცელდა ვერსია, რომ მომხდართან ფაქტთან შესაძლოა კავშირი ჰქონოდა გარდაცვლილის პარტნიორს, რასაც ლიზა ქისტაურის ანტვერპენში მცხოვრები მეგობრები გამორიცხავენ. ირკვევა, რომ მამაკაცი ლიზას გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე სამშობლოში, ავღანეთში გაემგზავრა.

ქისტაურის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

ცნობისათვის, ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის დაღუპვა 6 იანვარს დაადასტურა.

ამავე თემაზე:

„ის ბიჭი, მგონი, თავის ქვეყანაში იყო წასული, ვფიქრობ, შეიძლება, ამხელა ტრაგედია არც კი იცის მისმა შეყვარებულმა“ – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ლიზა ქისტაურის გარდაცვალებაზე

ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის დაღუპვა დაადასტურა

„რატომ წავიდა ასე სევდიანად დედის ერთადერთი შვილი.. სულ ვიქნებით ქვეყანა და ხალხი, რომელსაც მკვდარი უფრო უყვარს, ვიდრე ცოცხალი“ – ნინა კობახიძე ლიზა ქისტაურზე

„არ იმსახურებდა ასეთ დასასრულს, ძალიან უყვარდა სიცოცხლე და ძალიან აშინებდა სიკვდილი“: რას წერს ლიზა ყენია ბელგიაში გარდაცვლილ ლიზა ქისტაურზე

დათო გორგილაძე ლიზა ქისტაურზე: აღმაფრთოვანებდა მისი უნარი, რომლის დახმარებითაც რთულ და წინააღმდეგობრივ გზაზე მოსიარულე, არ კარგავდა სილაღეს საკუთარი თავის და სხვების გასამხნევებლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g