Mclaren-ის ახალი სუპერქარი ძალიან იასამნისფერი გამოვიდა. კომპანიამ სიახლე „პებლ-ბიჩის“ ელეგანტურობის კონკურსზე წარადგინა. სუპერქარ 720S-ს სრულიად განსხვავებული ვიზუალი აქვს და სპეციალისტებმა მას შეურჩიეს ფერი, რომელიც პირველად Rolls-Royce-ში შეიქმნა.
ავტომობილი ამერიკელი ბიზნესმენისა და ცნობილი კოლექციონერის მაიკლ ფუქსის პირადი თხოვნით დამზადდა. ღია ფერის საღებავიც სწორედ ფუქსის შეკვეთით შეიქმნა და საავტორო უფლებებსაც მხოლოდ ის ფლობს. სწორედ ამიტომ, ამ ფერის გამოყენების მსურველებს ნებართვის აღება კოლექციონერისგან მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ იასამნისფერი დეტალები სუპერქარის შიდა ინტერიერშიცაა გამოყენებული და სიახლის ზუსტი ღირებულება ჯერჯერობით არ სახელდება.
რაც შეეხება ავტომობილის მაქსიმალურ სიჩქარეს, მას საათში341 კმ-ის განვითარება შეუძლია.