LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ცოცხლად ვიმყოფები ჯოჯოხეთში…ცირას ვერ გამოვეთხოვე…ბავშვები კი ყოველდღე მელოდებიან” – ესპანეთში გარდაცვლილი ქალის მეუღლე

699
BeFunky-collage (2)

“დაბრუნებას როდის შევძლებ არ ვიცი,”- ამის შესახებ ესპანეთში კორონავირუსით ​გარდაცვლილი ქართველი ქალის მეუღლემ, გადაცემა „360“ გრადუსში განაცხადა. მამუკა ნაჭყებია ამბობს, რომ ესპანეთში, ლტოლვილთა თავშესაფრის კარანტინში “ცოცხლად იმყოფება ჯოჯოხეთში”. მისივე თქმით, გულს უკლავს ის ფაქტი, რომ მეუღლეს ვერ გამოეთხოვა.

ქართულმა მხარემ კორონავირუსით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების ესპანეთიდან გადმოსვენებაზე კატეგორიული უარი მიიღო

“შემპირდნენ, რომ როგორც კი იქნება პირველი ფრენა, დამაბრუნებენ სამშობლოში. ყოველდღე მირეკავენ. ცოტა ვნერვიულობ, მაპატიეთ. ბავშვები ბებოსთან არიან, ყოველდღე მელოდებიან… როგორ იქნება არ ვიცი, ბავშვებს ვუთხარი, მაგრამ როგორ დამხვდებიან, მაშინ როცა მარტო დამინახავენ, არ ვიცი.

საელჩომ ყველანაირად ეცადა მის გადმოსვენებას, ცირას ცხედარი ან უნდა დამწვარიყო ან აქ დასაფლავებულიყო. საელჩომ ბევრი იწვალა, რომ ესპანეთში დაგვესაფლავებინა. არ მქონდა უფლება, ვერ გამოვეთხოვე…ეგ არის გულს რომ მიკლავს, დამტანჯა ამ ყველაფერმა, ცოცხლად ვიმყოფები ჯოჯოხეთში.

საელჩო მეხმიანება ყოველდღე, მამაო მოდის ჩემთან და ის მამხნევებს“, – აცხადებს მამუკა ნაჭყებია.

34 წლის ცირა ალიხანაშვილი მეუღლესთან ერთად ესპანეთში 2 მარტს, სიმსივნეზე სამკურნალოდ გაემგზავრა. ერთ კვირაში ცირა კორონავირუსით დაინფიცირდა, ონკოლოგიურმა დაავადებამ ინფექციის გავრცელებას ხელი შეუწყო და ახალგაზრდა ქალი მდგომარეობის დამძიმების გამო 20 მარტს, გვიან ღამით გარდაიცვალა. მას 5 შვილი დარჩა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g