ფეხბურთელმა მაკრატელა გაიტანა, მაისური გაიძრო, შეყვარებულს ხელი შეთავაზა და ყვითელი ბარათი მიიღო.
და ეს ყველაფერი სულ რაღაც ერთ წუთში!
კლუბმა „ნაპა როვერსმა“ 5:1 გაანადგურა „გუამ შიპიარდი“ გუამის პრემიერლიგის შეხვედრაში, თუმცა საყოველთაო ყურადღება „შიპიარდის“ ეპიკური წაუგებელი სერიის დასასრულს როდი მიუპყრია.
35-ე წუთზე მაკრატელათი ფანტასტიური დარტყმით ცხრიანში ჩაჭედა „როვერსის“ ფეხბურთელმა ეშტონ სურბერმა. გოლის გატანის შემდეგ მან სათამაშო მაისური გაიხადა, მოედნის კიდესთან მიირბინა და ტრიბუნებისკენ ცალ მუხლზე დადგა. შიდა მაისურზე ეწერა: გამომყვები ცოლად?
მსაჯმა სურბერს ყვითელი ბარათი აჩვენა, თუმცა ამას დიდად არ დაუმწუხრებია, რადგან ფეხბურთელს შეყვარებულმა უპასუხა: დიახ.
https://www.youtube.com/watch?v=KjW4f4JEurg