LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Coldplay-ის კონცერტს კრისტენ კაბოტის მეუღლეც ესწრებოდა, თანაც შეყვარებულთან ერთად – დეტალი, რომელიც ყველაფერს თავდაყირა აყენებს

5509
page

Coldplay-ის კონცერტზე, Astronomer-ის ხელმძღვანელის, ენდი ბაირონისა და კადრების განყოფილების უფროსის, კრის­ტენ კა­ბო­ტის „დიდი გამოჭერის“ შესახებ ახალი დეტალი ვრცელდება, რომელიც თავდაყირა აყენებს ამ სკანდალურ ისტორიას.

სულ ცოტა ხნის წინ კრისტენ კაბოტმა დუმილი დაარღვია. მისმა წარმომადგენელმა გამოცემა People-თან მისი ბაირონთან რომანი უარყო და ისიც განაცხადა, რომ იმ პერიოდში ის მეუღლესთან, ენდრიუ კაბოტთან უკვე გაშორებული იყო.

წყაროს ცნობით, იმ მომენტში, როცა კრისტენი და ენდი ჩახუტებულები უსმენდნენ კრის მარტინს, ტრიბუნის მეორე მხარეს კრისტენის ექს-მეუღლე, ენდრიუ ახალ შეყვარებულთან ერთად ადევნებდა თვალყურს კონცერტს.

„მხოლოდ მეგობრები“ – კრისტენ კაბოტმა ენდი ბაირონთან რომანი უარყო – Coldplay-ის კონცერტზე გამოჭერილი „გვრიტების“ შესახებ უახლესი დეტალები ვრცელდება

„აქამდე რას ელოდნენ?!“ – ენდი ბაირონი და კრის­ტენ კა­ბო­ტი მეუღლეებთან განქორწინდნენ – Coldplay-ის კონცერტზე „გამოჭერილი“ წყვილის შესახებ უახლესი დეტალები ვრცელდება

კრის­ტენ კა­ბო­ტის ოჯახური იდილია Coldplay-ის კონცერტზე „დიდ გამოჭერამდე“ – ვინ არის მისი მეუღლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები