LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოლის გაუპატიურებისა და ცემის ბრალდებით დაკავებულს 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

229
Domestic-Violence

პროკურატურამ ცოლის გაუპატიურებისა და მასზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ბრალდებული ი.ჩ დამნაშავედ ცნო.  

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 თებერვალს, ქმარმა ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა,  სახის არეში ხელი დაარტყა და ტუჩი გაუხეთქა.

“2019 წლის 26 თებერვალს ღამის საათებში ი.ჩ.-მ დაზარალებული მანქანით  წაიყვანა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც  გააუპატიურა.

სამართალდამცველებმა ი.ჩ. 2019 წლის 3 მარტს სასამართლოს განჩინებით საფუძველზე დააკავეს თბილისში.  მას ბრალდება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 111-137-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის გაუპატიურება),  1261  მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.“ – აცხადებენ პროკურატურაში.