LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Condé Nast Traveller მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

110
საქართველო

გავლენიანი სამოგზაურო გამოცემა Condé Nast Traveller, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს.

სტატიაში, რომლის სახელწოდებაცაა „იდეალური 7 დღიანი მოგზაურობა საქართველოში“, ჟურნალისტი ლიდია სვინსკო წერს:

„საქართველოში იმდენი სანახაობაა, რომ ქვეყნის გასაცნობად თვეები დაგჭირდებათ. საქართველოში 1751-ზე მეტი მწვერვალია, რომელიც ნოემბრიდან აპრილამდე თოვლით იფარება. საქართველოში ამოუწურავი აქტივობები დახვდებათ ბუნების მოყვარულებს, მოთხილამურეებს, მოლაშქრეებს, ხოლო ტრადიციული კერძების მოყვარულებს ნამდვილი კულინარიული თავგადასავალი ელოდებათ. მოგზაურები საქართველოს შორეულ სოფლებში უძველეს ეკლესიებს და ორნამენტებით გაფორმებულ მონასტრებს აღმოაჩენენ“.

ლიდია სვინსკო მკითხველს ურჩევს, როგორ დაგეგმონ ერთკვირიანი ტური საქართველოში. კერძოდ, Condé Nast Traveller-ის ჟურნალისტის აზრით, პირველი დღე მოგზაურებმა ძველი თბილისის, აბანოთუბნის, კვების ობიექტებისა და ბაზრის მონახულებას უნდა დაუთმონ; მეორე დღეს ნაძვნარში ჩაფლულ ბაკურიანს უნდა ესტუმრონ, სადაც შესაძლებელია როგორც სრიალი, ასევე ლაშქრობა და ცხენით ჯირით; მესამე დღე იდეალურია ქუთაისის ფეხით მოსავლელად, თეთრი ხიდის, ბაგრატის ტაძრის მოსანახულებლად და კვების ობიექტებში განტვირთვისთვის; მეოთხე დღეს ჟურნალისტი მკითხველს თბილისში დაბრუნებას და ქალაქის შემოგარენში ბილიკებზე ლაშქრობას სთავაზობს; მეხუთე დღეს კახეთში გამგზავრებასა და  ღვინის რეგიონის მონახულებას; მეექვსე დღეს ლოპოტაზე განტვირთვას; მეშვიდე დღეს კი სიყვარულის ქალაქის, სიღნაღის დათვალიერებასა და ადგილობრივი ღვინის დაგემოვნებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g