ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის კომაში ყოფნის შესახებ, სიყალბე უწოდებს. აღნიშნულის შესახებ ის „ტელეგრამის“ არხზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში საუბრობს.
„ისეთი სასაცილო სისულელეები წავიკითხე, თითქოს ჩვენი პრეზიდენტი კომაშია ჩავარდნილი და ახლა მის შემცვლელს ეძებენ. მინდა იმედი გაგიცრუოთ – ცოტა ხნის წინ ვესაუბრე პრეზიდენტს, მას ძალიან მხნე, მეთაურის ხმა აქვს“, – ამბობს ჩანაწერში.
მან ასევე მოუწოდა უცხო ქვეყნებს, „პირი დამუწონ“, წინააღმდეგ შემთხვევაში „მოუწვეთ უხერხული თავის მართლება, თუ ამის დრო ექნათ.“
შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა გამოცემა Obozrevatel-მა, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომ სიმსივნური წანაზარდის ამოღების წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ, პუტინი კომაში ჩავარდა.