LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოტა ზედმეტი მოგვივიდა, ქაოსმა გამოიწვია, მინდოდა ჩემი აზრი დამეფიქსირებინა: მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული

71
1

საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტსა და ოპერატორებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირების პროცესის მიმდინარეობის დროს, ერთ-ერთმა დაკავებულმა აკაკი ნაკაშიძემ აღნიშნა, რომ “ცოტა ზედმეტი მოუვიდათ”.

მისი თქმით, სურდა საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა და შემთხვევები “ემოციებიდან გამომდინარე მოხდა”:

“მართლმადიდებელი კაცი ვარ, მინდოდა ჩემი აზრი დამეფიქსირებინა, ცოტა ზედმეტი მოგვივიდა, ქაოსმა გამოიწვია, ემოციებიდან გამომდინარე მოხდა.” – თქვა მან, რის საპასუხოდაც მოსამართლემ აღნიშნა, რომ ის სწორედ ამიტომ იმყოფება სასამართლოს დარბაზში.

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებიდან ორმა პირმა – თორნიკე დავლაშერიძემ და აკაკი ნაკაშიძე “სირცხვილიას” ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დაკავებულებიდან ორმა პირმა – თემურ ხარაულმა და ილია ქებაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეეფარდა.

დაკავებულებიდან ბრალდებას არც ერთი არ ეთანხმება.

                                                                                                                                                                                                                    ფოტო: IPN
magti 5g