LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოტნე კობერიძე: ლომჯარია მავნებელია – ახალგაზრდები დგანან, იბრძვიან და ამბობ, რომ ეს მთავრობასთან შეკრული კაცის პროცესია

206
ფორტუნა (68)

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა ცოტნე კობერიძემ გიორგი ვაშაძის მიერ აქციაზე გაკეთებული მოწოდების თაობაზე საზოგადოების, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველის კრიტიკაზე ისაუბრა.

როგორც კობერიძემ აღნიშნა, ადამიანებმა, ვინც ვაშაძე გააკრიტიკეს, ამით ქულების დაწერა სცადეს.

„ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა“ - ნინო ლომჯარია

„ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა“ - ნინო ლომჯარია

„აქციაზე ვაშაძე რას საუბრობდა, ეს ადამიანების დიდ ნაწილს, სამწუხაროდ, არც გაუგია, რადგან დინამიკი არ იყო იმ დონის. ხალხი თვითორგანიზებული იყო. ისეთი ხალხი იყო, ვისაც, შეიძლება, ვაშაძისთვის კი არა საკუთარი დედ-მამისთვის არ მოესმინა და მათმა ნაწილმა, შესაძლოა, არც იცოდა, ვინ არის ცოტნე კობერიძე ან გიორგი ვაშაძე. აქ იყვნენ თვითორგანიზებული ადამიანები. ვაშაძემ თქვა, პარლამენტს წრე მოვარტყათო. ხალხი, ვინც ამაზე საუბრობდა [ვაშაძის კრიტიკა], ჩემს გვერდზე მდგარან მაშინ, როდესაც პიკეტირება ყოფილა.

გუშინ ვითომ ქულები დაიწერეს, რომ კმაყოფილები იქნებოდნენ ამომრჩევლები, ვინც თვლიდნენ, რომ ვაშაძე შეიძლება გაეშავებინათ. ეს გამოიყენეს. ამის გამო, ესენი მავნებლები არიან. ამ განცხადებით, ჩემთვის ამ პროცესებში ლომჯარია იყო მავნებელი. ახალგაზრდები დგანან, იბრძვიან და ამბობ, რომ ეს მთავრობასთან შეკრული კაცის პროცესია, სისულელეა. გუშინ, რაც ხდებოდა, „ოცნებას“ აწყობდა? თუ აწყობდა, დათმობაზე რატომ წავიდა? ეს ხომ ალოგიკურია“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აქციაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მოწოდებას პარლამენტის ალყაში მოქცევის შესახებ, კრიტიკა მოჰყვა. მათ შორის, ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვაშაძე „რეჟიმის მოკავშირეა“.

მოგვიანებით, ნინო ლომჯარიას გიორგი ვაშაძემ უპასუხა:

„მე ნინოსაც მოვუწოდებ და სხვებსაც, რომ კარგად გაიაზრეთ, როცა ასეთ უსამართლო განცხადებებს აკეთებთ. ჩვენ უნდა ვიდგეთ ყველა ერთად, ვებრძვით რუსულ რეჟიმს“, –  განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სერგი კაპანაძე: პირველი მოსმენით მიღებული კანონის „გაწვევა“ არ არსებობს – საქმით უნდა აჩვენო „გაწვევა“, დააყენო მეორე მოსმენით კენჭისყრაზე და ჩააგდო

„რუსული კალკი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია არ/ვერ გაიწვევა განცხადებით“ – ლევან ალაფიშვილი

გახარია: „მოდი, დავიწყოთ მადლობით! ეს არ არის საბოლოო გამარჯვება. ეს გამარჯვების დასაწყისია. საქართველოს ადგილი ევროპაშია!“

რუსთაველზე აქცია მაინც გაიმართება: გვჭირდება მკაფიოობა როგორ აპირებენ გაიწვიონ მოცემული კანონი, რადგან მათი განცხადებები ბუნდოვანია

 

სლაიდზე ერთ-ერთი ფოტო: IPN
magti 5g